თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს დღეს „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის" შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა.
ანგარიში მომზადდა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე და მასში განხილულია ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და რელიგიური უმცირესობების თანასწორობის მდგომარეობა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების საკითხს, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, გაცემული რეკომენდაციებისა და ზოგადი წინადადებების შესრულების ტენდენციას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი