თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI) შეისწავლა 2014-2017 წლებში თბილისის მერიასთან არსებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს („ზონალური საბჭო") მუშაობა, რომელიც განიხილავს, ამზადებს შესაბამის დასკვნებს და ასევე გასცემს რეკომენდაციებს ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების შესახებ.
კვლევაზე დაყრდნობით, TI აღნიშნავს, რომ ზონალურ საბჭოში ეფექტურად არ არის უზრუნველყოფილი ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების პრევენცია და გამოიკვეთა მთელი რიგი შემთხვევებისა, როდესაც ზონალური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინტერესთა შეუთავსელობისა და კორუფციის მაღალ რისკს შეიცავდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი