სამეგრელო. 15 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის ტრენერების მიერ ზუგდიდში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: კრიტიკული აზროვნება: „იაზროვნე კრიტიკულად - იმოქმედე პრაქტიკულად!".
„ტრადიციულ არაფორმალური სწავლების მეთოდებთან ერთად ტრენინგზე გამოყენებული იყო სწავლების ციფრული მეთოდები. ტრენინგს ესწრებოდნენ 14-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები. ტრენინგი ჩატარდა საერთაშორისო პარტნიორული პროექტის „კრიტიკული აზროვნება ციფრულ სამყაროში", ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში