en
ge

გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და სასჯელის თანაზომიერება

თბილისი. 18 ოქტომბერს, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" კვლევის - „გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და სასჯელის თანაზომიერება" პრეზენტაცია გამართა.
„კვლევის შედეგად გაირკვა, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევების აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები არაეფექტურია დანაშაულის პრევენციის თვალსაზრისით. კვლევის შედეგად ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისთვის. ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი" „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით 2017 წლის პირველი იანვრიდან ახორციელებდა პროექტს: „გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებისათვის სასჯელის გამოყენების ანალიზი და თანაზომიერების კვლევა საქართველოში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად... 
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)