en
ge

კოალიცია: მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მორიგი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობს

თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" აცხადებს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მორიგი ეტაპი ხარვეზებით მიმდინარეობს.
„მოსამართლეებთან გასაუბრების ეტაპზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ საბჭოს განახლებული შემადგენლობაც ვერ ახერხებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის მიუკერძოებლად წარმართვას და, ხშირ შემთხვევაში, ეს პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებს", - ნათქვამია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სათანადო პასუხისმგებლობით მოეკიდოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხს და მხარი არ დაუჭიროს ისეთი მოსამართლეების დანიშვნას, რომლებიც კვალიფიციურობის ან/და კეთილსინდისიერების კრიტერიუმების მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ; შეიმუშავოს გასაუბრების ეტაპის წარმოების ისეთი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორ მოპყრობას და ისეთი შინაარსის შეკითხვების დასმას, რომლებიც რეალურად გააჩენს ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევის შესაძლებლობას".
სრულად
წყარო: კოალიციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)