თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” (TI) დაკვირვებით, თბილისში ადგილობრივმა თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, გამოიკვეთა ახალი პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვის კონტროლს უკავშირდებოდა.
„ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 160-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით ⅔ რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსული ამომრჩეველების აღრიცხვას უკავშირდებოდა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 114 საჩივარი, რომელთაგან 106 საჩივარი სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა", - აცხადებს TI.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი