თბილისი. 13 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამართა რელიგიური გაერთიანებების შეხვედრები 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის შემდეგ კანდიდატებთან და პოლიტიკურ პარტიებთან.
„შეხვედრების მიზანი იყო რელიგიურ გაერთიანებებს პარტიებისთვის/მერობის კანდიდატებისთვის გაეცნოთ რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემატიკა. პოლიტიკურ პარტიებსა და თბილისის მერობის კანდიდატებს კი წარმოედგინათ საკუთარი ხედვა საქართველოში რელიგიის თავისუფლების, თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის თაობაზე.
შეხვედრებზე განხილული იყო რელიგიის თავისუფლებასა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობასთან დაკავშირებული ის ძირითადი საკითხები, რომლებიც თვითმმართველობის კომპეტენციას განეკუთვნება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.tdi.ge