თბილისი. 2017 წლის 21 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმართველი ქალაქის/თვითმართველი თემის მერის არჩევნებს თბილისის მასშტაბით, 5 საარჩევნო ოლქში, „საზოგადოებრივი დამცველის" დამკვირვებლები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიაში დააკვირდნენ.
როგორც „სახალხო დამცველის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციის დამკვირვებლებს, საარჩევნო უბნებზე არ დაუფიქსირებიათ სერიოზული სახის დარღვევები; უმეტეს შემთხვევაში, კენჭისყრის დღემ მშვიდ გარემოში ჩაირა, დაფიქსირდა მცირე ხარვეზები, რომელზეც დამკვირვებლების მხრიდან იქნა მითითებული და საუბნო საარჩევნო კომისიებმა ადგილზე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში