en
ge

ახალი პროექტი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად

თბილისი. 18 ოქტომბერს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახალი პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა" პრეზენტაცია გამართა.
„FASSI-ის ხანგრძლივობა 2 წელია და მისი მიზანი სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) გაძლიერებაა, რათა მათ შემდგომში გაუწიონ ეფექტური დახმარება თავიანთ წევრ მცირე და საშუალო საწარმოებს (SME) ისეთ საკითხებში როგორიცაა: ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება, ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) თემატიკასთან დაკავშირებით BSO-ების საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგში ჩართვას და მათი როლის გაზრდას დარგის სტრატეგიისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში", ნათქვამია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.cida.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)