თბილისი. 18 - 21 ოქტომბერს, ჰოლანდიის ქალაქ ვენჰორსტში გაიმართა ევროპის სოფლის პარლამენტის (European Rural Parliament) შეკრება, სადაც ევროკავშირის 40 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად „სიდამ" და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრმა ორგანიზაციებმაც მიიღეს მონაწილეობა.
„შეკრების მიზანი სოფლის განვითარებაში ადგილობრივი თემის ჩართულობის გაძლიერება და ევროპის სოფლის განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესება იყო. მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: სოფლის დონეზე ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა; სოფლის განვითარებაში LEADER მიდგომის პოპულარიზაცია და თემის მიერ ადგილობრივი საჭიროებების გადაჭრის მექანიზმების დახვეწა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.cida.ge