აჭარა. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) საკონსტიტუციო სასამართლოს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებისა და ოდენობის ნაწილში მოსამართლეების დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით მიმართა.
PHR-ი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის ნორმატიული შინაარსისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ზოგიერთი სიტყვის არაკონსტიტუციურად ცნობას, რაც მოსამართლეების დისკრიმინაციას აღმოფხვრის.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი