თბილისი. 20-23 ოქტომბერს ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის - „რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) მდგრადი განვითარებისათვის, როგორც სასწავლო დისციპლინა საქართველოში" მეორე ეტაპი.
„ტრენინგი მიზნად ისახავს რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) არჩევითი ინტერ-დისციპლინური მოდულის შემუშავებას, რომელშიც სრულად იქნება ინტეგრირებული მდგრადი განვითარების მოთხოვნები და რომლის შეთავაზებაც მოხდება პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. სასწავლო დისციპლინა განკუთვნილი იქნება სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტისთვის, მათ შორის, სამართალმცოდნეობის და სახელმწიფო მართვის, ასევე სოციალური და ეკონომიკური სპეციალობებისთვის", ნათქვამია GIZ-ის სამართლის პროგრამის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში