სამცხე-ჯავახეთი. ძალადობის მსხვერპლი ლოლა ზ.ს და მისი შვილების, როგორც ძალადობის მოწმე ბავშვების, უფლებების დაცვის მიზნით ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 24 ოქტომბერს მოძალადისაგან დამცავი ორდერი გამოსცა.
დაზარალებულების ინტერესებს სასამართლოში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) წარმოადგენდა. ორგანიზაცია ლოლა ზ.-ს ინტერესებს იცავს პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება East-West Management Institute, PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი