თბილისი. 25 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო უფლებები – გამოწვევები და პერსპექტივები".
კონფერენციაზე პირველად გაიმართა ღია მსჯელობა სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო უფლებების – შეკრებისა და გაერთიანების, ასევე გამოხატვის თავისუფლების საკითხების ირგვლივ. ადგილობრივმა და უცხოელმა ექსპერტებმა განიხილეს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა და გამოცდილება და სამოქალაქო უფლებების განხორციელებისას სამხედრო სამსახურისათვის სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრეს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი