en
ge

კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისი. 26 ოქტომბერს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევა შეეხებოდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას, მათი კარიერული განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.
„კვლევის მიზანი იყო პასუხი გაეცა შემდეგ კითხვებზე:
რა პირობები და შესაძლებლობები არსებობს დღეს დასაქმების ბაზარზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის?
როგორია საქართველოში ეთნიკური უმცირესობის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ახალგაზრდების დასაქმების გამოცდილება, დამოკიდებულება და მოლოდინები?
რამდენად აძლევს უნივერსიტეტი სტუდენტს შესაბამის პროფესიულ ცოდნასა და უნარებს და რა როლი აქვს მას ამ სტუდენტთა თუ კურსდამთავრებულთა კარიერულ დაგეგმვასა და განვითარებაში?
კვლევა ჩატარდა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (თსუ, ილიაუნის, სამედიცინოს, ტექნიკური და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების მონაწილეობით)”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)