თბილისი. EWMI/PROLoG მხარს უჭერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მის პოპულარიზაციაში. „საგანმანათლებლო ღონისძიებები მიმართულია ადვოკატების, სტუდენტების, პროფესორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე საქართველოს რეგიონებში. 2017 წლის ივნისი-ოქტომბრის პერიოდში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს ექვს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე) ჩაატარა მედიაციაში წარმომადგენლობის შესახებ ტრენინგები ადვოკატებისთვის და ასევე საჯარო ლექციები ადგილობრივ უნივერსიტეტებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ewmi-prolog.org