ქვემო ქართლი. სამოქალაქო ორგანიზაციების 30-მდე წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღო სოფლის განვითარების ადვოკატირების ტრენინგში, რომელიც ქ. რუსთავში, ჩატარდა.
რუსთავში ჩატარებული ტრენინგი პირველია ტრენინგების სერიიდან, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. ტრენინგ-პროგრამის მიზანია ხელიშეუწყოს სოფლის განვითარების ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდას საქართველოს რეგიონებში. მიმდინარე წლის ბოლომდე, ტრენინგები დაგეგმილია შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიასა და აჭარაში.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით.
წყარო: ორგანზაციის ვებგვერდი