თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს გიორგი ბერაიასა და მარიამ ორჟონიას ანალიზს: „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების დაშტრიხვის წესი პრობლემატურია".
„IDFI "საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის ხელშეწყობის პროექტის” ფარგლებში მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებაზე და მის აღმოფხვრაზე და უახლოეს მომავალში საჯარო განხილვისთვის წარმოადგენს, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ უფრო დეტალურ ინიციატივებს. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლის საფუძველზე უკვე შეიძლება გამოიკვეთოს ორი მნიშვნელოვანი საკითხი:
- არსებული ეჭვების გამოსარიცხად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს თუ რატომ არ გამოქვეყნდა 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება ვებგვერდზე, ისევე როგორც, თუ რატომ გახდა საჭირო ამ საკითხზე ცალკე განჩინების მიღება.
- საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს გადაწყვეტილების დეპერსონალიზაციის წესი კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge