თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ინიცირებულმა საკანონმდებლო წინადადებამ, რომელიც „საარჩევნო კოდექსში”, სხვა საკითხებთან ერთად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას, მაუწყებელთა პასუხისმგებლობას შეეხება, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიის მიერ კვლევის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრობლემები განაახლა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, თავი შეიკავოს მედია-საშუალებებისთვის არაპროპორციული მოთხოვნების წაყენებისაგან, რაც მედიის მიერ სამომავლოდ მსგავსი კვლევების ჩატარებასა და შედეგების გამოქვეყნებას საფრთხეს შეუქმნის და შეუზღუდავს მოსახლეობას არჩევნების პერიოდში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი კვლევებისა თუ ეგზიტპოლების მონაცემებს გაეცნოს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი