თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირაკლი ხოფერიას წამების საქმეზე გამოძიების შეწყვეტასა და მისთვის დაზარალებულის სტატუსის მოხსნას ასაჩივრებს.
„საია-ს მიაჩნია, რომ პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილებები არის დაუსაბუთებელი და პასუხს არ ცემს იმ მნიშვნელოვან კითხვას, თუ სად და რა ვითარებაში მიიღო ირაკლი ხოფერიამ ფიზიკური დაზიანებები", - ნათქვამია ორგამოზაცოოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი