en
ge

EMC ჩხრეკის მარეგულირებელ ნორმებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

აჭარა. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩხრეკის მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
„საკონსტიტუციო სარჩელის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდის ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაც სისხლის სამართლის საქმეთა, განსაკუთრებით კი, ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას დაშვებულ პრაქტიკას წარმოადგენს. EMC-იმ შეისწავლა რამდენიმე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას შეეხებოდა. ყველა შესწავლილი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა ერთგვაროვანი სამართლებრივი ხარვეზები, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს ამ საქმეებში პოლიციის მოქმედების კანონიერების და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებასთან დაკავშირებით", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)