ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) ლატვიაში იმყოფებოდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ყაზბეგის LAG წარდგენილ იქნა მეწარმეთა ფესტივალზე, სამომავლო თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების კონტექსტში.
სამუშაო ვიზიტის ძირითადი მიზანს ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, პარტნიორების მოძიება, არსებული გამოცდილების გაზიარება, საერთო პროექტების განხორციელება, რეკომენდაციების მიღება და რეგიონის პოტენციალის რაციონალური გამოყენება წარმოადგენდა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი