თბილისი. კონფერენცია მიზნად ისახავს განრიდების და მედიაციის პროგრამის შედეგების მიმოხილვას და აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციის სისხლის სამართლის პროცესში დანერგვას.
„ღონისძიება ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების დღეების ფარგლებში იმართება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ პროკურორი ვალდებულია, პირველ რიგში, განიხილოს განრიდების შესაძლებლობა და მხოლოდ უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: unicef.ge