en
ge

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ანგარიში

თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის ანგარიშის პრეზენტაცია" გაიმართა. პრეზენტაცია საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში  ჩატარდა. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობების, მკურნალობისა და მოვლის მეთოდების შესაბამისობის შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მონიტორინგის ძირითადი აქცენტები იყო პაციენტების მიმართ მოპყრობის შეფასება, ფიზიკური შეზღუდვის პროცედურის კანონთან შესაბამისობაში გამოყენების შემოწმება.  ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის,  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ფსიქიატრიული დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები.
ანგარიში
წყარო: ombudsman.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)