en
ge

არასამთავრობოები მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ეხმიანებიან საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს.
„საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების გავლენის გაძლიერება, იწვევს შეშფოთებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის მიუკერძოებლობას და პოლიტიზირების რისკებს აჩენს, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის იდეას და საფრთხეს უქმნის მედია გარემოს.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)