სამეგრელო. 2 ნოემბერს, ასოციაცია „ათინათში” გიორგი მშვენიერაძესთან შეხვედრა გაიმართა. მან ისაუბრა თემაზე: დემოკრატიული სახელმწიფო და ადამიანის ძირითადი უფლებები.
„შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა ორგანიზებულია „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭრით”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში