იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ERASMUS+ პროგრამების საინფორმაციო შეხვედრაში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება Erasmus+ პროგრამების შესახებ.
„Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში. პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა. შვიდ წლიანი პროგრამის ბიუჯეტი € 14.7 მილიარდი ევროთი განისაზღვრება. ეს გულისხმობს 40%–იან ზრდას მიმდინარე და არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, რაც თავისთავად ასახავს ევროკავშირის სურვილს ამ სფეროში მეტი ფინანსების ინვესტირებისა. Erasmus+ აერთიანებს ევროკავშირის შვიდ პროგრამას განათლების, ტრენინგისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით, ასევე ამ ჩამონათვალს პირველად დაემატება სპორტის მხარდაჭერის პროექტები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში