ყაზბეგის განვითარების ჯგუფის 10-წევრიანი დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ეწვია პოლონურ ასოციაციას - „კორონა პოლნოჩნეგო კრაკოვა". ვიზიტს წინ უსწრებდა ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ორი წევრის მონაწილეობა პოლონეთის სოფლის განვითარების ფორუმზე, რომელიც 2017 წლის ივნისში გაიმართა.
პოლონეთში ვიზიტის მიზანი იყო ორგანიზაციების წევრთა ურთიერთგაცნობა, გამოცდილებების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრა. საქმიანი შეხვედრების ფარგლებში, ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წარმომადგენლებმა მოინახულეს პოლონეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი.
ყაზბეგის განვითარების ჯგუფის წევრების პოლონეთში ვიზიტი შედგა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, პროექტის „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი” ფარგლებში.
წყარო: ორგანიზაციის ვბეგვერდი