თბილისი. 2 ნოემბერს პროექტის - „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესწავლაში" - ფარგლებში, სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართეს თემაზე – „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაცია ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის კუთხით.
შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარის წარმომადგენლობის (UNHCR) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი