აჭარა. ბათუმის ამერიკულ კუთხეში „კოსმოსური ბანაკის" პირველი ტრენინგი ჩატარდა.
„ავიაცია, ინჟინერული ერთეული, შექნის ისტორია - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბათუმელმა მოსწავლე-ახალგაზრდებმა პროექტის „კოსმოსური ბანაკი" ფარგლებში მოისმინეს. პირველი ტრენინგ-სემინარი ბათუმის ამერიკულ კუთხეში გაიმართა და მას 50-მდე მსმენელი ჰყავდა.
პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის" ორგანიზატორობით და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში