en
ge

დისკუსია მედიასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე

თბილისი. 7 ნოემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ორგანიზებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ პარლამენტში მედიასთან დაკავშირებით წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე დისკუსია გაიმართა.
დისკუსიის შეეხო შემდეგ თემებს:
„საკანონმდებლო წინადადება „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მარეგულირებელი კომისია მაუწყებლებს არაპროპორციულ მოთხოვნებს უყენებს და საზოგადოებრივი აზრის კვლევის სანდოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმებას ავალდებულებს.
მაუწყებლის თვითრეგულირების სფეროს შეზღუდვა - მთელი რიგი საკითხები, რომელსაც მაუწყებელი თავად არეგულირებდა, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და სასამართლოს რეგულირების სფეროში გადადის.
მედია წიგნიერების შესახებ შეთავაზებული წინადადება, რომლის ინიცირებასაც პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, მედია ორგანიზაციების თანამშრომლები, სფეროს ექსპერტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)