en
ge

ახალი პროქტი მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის

თბილისი. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ახალ პროექტს იწყებს.
„ახალი პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია იწყებს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად და მოიცავს რამდენიმე ეტაპს: ქალი მეწარმეების შერჩევა და მათი საჭიროებების გამოვლენა, ბენეფიციარების გადამზადება, მენტორინგის პროგრამაში მათი ჩართვა და მათზე მცირე გრანტების გაცემა.
პროექტის ფარგლებში 20 მეწარმე ქალი მსხვილი ბიზნეს კომპანიებისგან მიიღებს კონსულტაციას/მენტორინგს მათი საწარმოების განვითარების საკითხებზე, ასევე გაივლის ტრენინგს ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს 10 მეწარმე ქალისთვის მცირე გრანტების გაცემას, მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.cida.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023