გურია. 8 ნოემბერს, ოზურგეთის ახალგაზრდული ცენტრის ლიდერებმა, პროექტის „ტოლერანტული გარემო" ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს.
„დაბა ნარუჯის საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა პროექტით გათვალისიწინებული აქტივობები, რომლებიც მიმართულია საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპული აზროვნების, სხვათა მიმართ დისკრიმინაციის, უცხო კულტურული ღირებულების მიმართ ემოციური რეაგირების წინააღმდეგ.
მშობლები, ახალგაზრდები ბავშვებთან ერთად ისაუბრებენ მრავალფეროვნების საკითხებზე. შეხვედრები და ღონისძიებები ნარუჯის საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე არსებული საბავშვო ბიბლიოთეკაში ჩატარდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში