en
ge

მწვანე პოლიტიკა და საქართველოს ეკოლოგიური გამოწვევები

24 ნოემბერს, „სამოქალაქო განათლებისა და განვითარების ცენტრი" (CCED) განახორციელებს პროექტს „პლასტმასის ყვავილი", რომლის ფარგლებშიც გაიმართება სემინარი და ფოტო გამოფენა ეკოლოგიურ პრობლემებზე.
შეხვედრაზე განიხილება საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ბუნებაზე საზოგადოების მუდმივი ზემოქმედებით და ბუნებრივი რესურსების არარაციონალური ხარჯვით. ფოტო გამოფენა კი ასახავს საქართველოს დაბინძურებულ ტერიტორიებს, რომელიც 21-ე საუკუნის ნომერ პირველ გლობალურ პრობლემად არის მიჩნეული. ნიადაგის დაბინძურება, დაუფიქრებლად ნარჩენების გადაყრა პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ არსებაზე.
სემინარს წაუძღვება ირაკლი კუპრაძე - მწვანე მუშტის და აუდიტორია #115-ის წევრი, საჯარო სამართლის მაგისტრი.
მონაწილეობა უფასოა და გადმოგეცემათ სერტიფიკატი.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე...
პროექტი ხორციელდება „კავკასიური სახლის" ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, „კულტურის კალენდარი"-ს ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდი: ლელა გოგიჩაიშვილი; 599633640
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)