თბილისი. საქართველოში პირველად საფეხმავლო გამყოლის პროფესიული სასწავლო პროგრამა შეიქმნა.
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში საერთაშორისო ასოციაციებთან ითანამშრომლა და საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო პროგრამა შეიმუშავა.
სკოლა თანამშრომლობს სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციასთან (IFMGA/UIGAM/IVBV) და ანალოგიური პროფილის პროფესიულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი - TUM, საფრანგეთის თხილამურების და ალპინიზმის ნაციონალური სკოლა - ENSA, და ა.შ.). სწავლების პროცესი წარიმართება პარტნიორი ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობი.
პროექტის ფარგლებში სკოლა სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა.
საქართველოში ერთ-ერთ პოპულარულ და მოთხოვნად პროფესიაზე მსურველების მიღება უკვე დაწყებულია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში