აჭარა. 8 ნოემბერს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №2 საჯარო სკოლაში ჩატარდა დისკუსია თემაზე „არჩევანის თავისუფლება".
„ორგანიზაციის მოხალისე მარიეტა იობიძე მონაწილეებს ესაუბრა ამ თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, გამოთქვეს მოსაზრებები და ისაუბრეს თავიანთ მაგალითებზე. დისკუსიის ბოლოს ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები და პარალელი გაავლეს რეალობასთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში