შიდა ქართლი. სამოქალაქო საზოგადების რეგიონული ქსელის და „სიდას” კამპანია „ევროპა სახლია”-ს ფარგლებში, მეგობრობის ხიდი „ქართლოსმა” ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა თემებზე: უვიზო მომისვლა ევროკავშირში/შეენგენის სივრცეში, დეპორტაცია, გაძევება, თავშესაფრის ძიება.
„კამპანიის ფარგლებში სტუდენტებს და მასწავლებლებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები „რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ” და შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ვიდეორგოლები უვიზო მიმოსვლის, არადოკუმენტირებული მიგრაციისა და რეინტეგრაციის თაობაზე”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში