თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს ბლოგპოსტს: „2017 წლის არჩევნების შედეგად საკრებულოს დეპუტატი მხოლოდ 277 ქალი გახდა".
„არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, თბილისსა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში სულ 277 ქალი (13.4%) და 1781 მამაკაცი (86.6%) აირჩიეს. 2017 წელს არჩეულ ქალთა რაოდენობა მხოლოდ 1.8%-ით აღემატება წინა 2014 წლის თვითმართველობის დროს არჩეულ ქალ დეპუტატთა საერთო ჯამს (11.6%).
2014 წლის თვითმართველობის არჩევნებთან შედარებით არჩეულ ქალთა რიცხვი გაიზარდა რეგიონებში. თბილისის საკრებულოში კი 6%-ით შემცირდა და 20% შეადგინა", ნათქვამია პორტალის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net