en
ge

EMC ლგბტქი აქტივისტების მიმართ ძალადობაზე მუქარის ფაქტებს ეხმიანება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ლგბტქი აქტივისტების, კობა ბიწაძისა და ბექა გაბადაძის მიმართ ულტრანაციონალისტური ჯგუფების წევრების მიერ ფეისბუქში განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს.
„ბოლო პერიოდში კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე, მათი საჯარო აქტიურობის გამო, ინტენსიურად იღებენ ძალადობაზე მუქარის შემცველ ინდივიდუალურ და საჯარო შეტყობინებებს სხვადასხვა ულტრანაციონალისტური აგრესიული ჯგუფების, მათ შორის „ქართველთა მარშის", ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობის „საქართველოს ერთობის" წევრების მხრიდან. აქტივისტების საჯარო საქმიანობის აღკვეთის თაობაზე საჯარო მოწოდებები ასევე გააკეთა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ." რამდენიმე სტატია აღნიშნულ თემას ასევე მიუძღვნა გაზეთმა ”ასავალ-დასავალი.” 2017 წლის 1 ნოემბერს "ფეისბუქის” მომხმარებელმა – ,,თეთრი ნაცისტი", რომელიც იდენტიფიცირებული კონკრეტული პირია, აქტივისტების მიმართ ბრუტალური სისასტიკისა და მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა და ეს რამდენჯერმე გაიმეორა".
ორგანიზაცის სახელმწიფოს ეფექტიანი პოზიტიური ღონისძიებებისა და დაზარალებული პირების სათანადო დაცვისკენ მოუწოდებს.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)