თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებმა უმაღლესი სასწავლებლების იმ თანამშრომლებთან გამართეს შეხვედრა, რომლებიც სტუდენტებს ბავშვთა საკითხების გაშუქებას ასწავლიან.
როგორც შეხვედრაში მონაწილეებმა აღნიშნეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის თანამშრომლობით შექმნილი მასალები და მონიტორინგის ანგარიშში მოხვედრილი კონკრეტული მაგალითები, სტუდენტებან მუშაობისას, მათ მნიშვნელოვნად ეხმარება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი