შიდა ქართლი. გორელი ახალგაზრდებისაგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა „ახალგაზრდა ფემინისტები" ადგილობრივი მუზეუმებისა და საარქივო ჩანაწერების დახმარებით შიდა ქართლსა და იმერეთში შეისწავლეს ქალთა წარსული საქმიანობა და ქართველი ფემინისტების ისტორიები.
„მოკვლეული მასალის საფუძველზე შეიქმნა ბეჭდური დოკუმენტი და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელიც რამდენიმე ქალის ისტორიას ასახავს. ფილმის პრეზენტაცია 8 ნოემბერს, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე შედგა.
ქალთა ფონდი უზრუნველყოფს ჯგუფის 2 წარმომადგენლის მონაწილეობას კიევის შეკრებაში, 2017 წლის 25 ნოემბერს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში