თბილისი. 8 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?"
„თამაშში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა. გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა საჩუქრად წიგნები.
ღონისძიება განხორციელდა საქართველოს გაეროს ასოციაციის მცირე გრანტების კონკურსით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია წიგნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში