თბილისი. 11 ნოემბერს, CENN-მა ENPARD - საქართველოს მხარდაჭერით, სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში" ქედელებთან ერთად იზეიმა.
„ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ტრადიციული კერძები და ღვინო. სახალხო დღესასწაულს „შემოდგომა ქედაში" 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი და ტრადიციულად ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის თვის დასაწყისში იმართება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში