თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიების: "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და "პალიტრანიუსის", აგრეთვე, ონლაინ-გამოცემა "აქცენტის" ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებას ავალდებულებს.
ოთხივე მედიასაშუალებამ მოამზადა მასალა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებულ ბანაკში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობის შესახებ, რომელშიც ბავშვების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. განცხადება შეტანილი იყო "პირველი რადიოს" წინააღმდეგაც, რომელმაც ამავე თემაზე მოამზადა მასალა. „პირველმა რადიომ" მასალიდან მოხსნა ფოტო, რომლითაც, განმცხადებლის აზრით, ბავშვების ამოცნობა შესაძლებელი იყო.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი