თბილისი. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული კუთხით ჩატარებული სატელევიზიო მონიტორინგის შედეგები გამოქვეყნდა.
„მონიტორინგის შედეგების განხილვა 2017 წლის 15 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
არჩევნების სატელევიზიო მონიტორინგი განხორციელდა გენდერული თანასწორობისათვის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც შვედეთის მთავრობის დაფინანსებით გაეროს სააგენტოები ახორციელებენ. მონიტორინგი ჩაატარა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „CRRC საქართველო" 2017 წლის 11 სექტემბრიდან 12 ნოემბრამდე პერიოდში", ნათქვამია კავშირი „საფარის" ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge