თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, 16 ნოემბერს გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - „ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია".
შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში „გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე".
დისკუსია ევროკავშირის პროექტის - „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში" - ფარგლებში გაიმართა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი