თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელსაც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი