გურია. 20 ნოემბერს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან" არსებული ლიდერთა სკოლისა და ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
„მონაწილეებმა მოაწყეს უკვე ტრადიციად ქცეული მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სხვადასხვა ლოზუნგებით შეახსენეს საზოგადოებას ბავშვთა უფლებები და მოუწოდეს - „არა ძალადობას!"
აქციის დასრულების შემდეგ, კაფე „რვას +1"-ში გაიმართა დისკუსია „ბავშვები ძალადობის გარეშე”.
დისკუსიაზე ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მხატვრული ფილმიდან „მატილდა” (რეჟისორი დენი დევიტო - 1996 წელი), რომლის საფუძველზეც მოზარდებმა იმსჯელეს ოჯახსა და სკოლაში არსებული ძალადობის ფორმების, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში