პროექტის: „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ფარგლებში, „იდეების კონკურსში” შერჩეული მეწარმეებისთვის კონკურსის მეორე ეტაპი დაიწყო.
„მეორე ეტაპზე, იდეების კონკურსის საფუძველზე შერჩეული კონკურსანტები ამჯერად ფინანსური მენეჯმენტის ინტენიურ ტრენინგ კურსს გადიან.
ექსპერტების დახმარებით კონკურსანტები ბიზნეს გეგმებს შეადგენენ. საიდანაც საგრანტო კომისია დასაფინანსებლად 4 ან 5 საუკეთესო ბიზნეს გეგმას შეარჩევს.
პროექტი „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის” ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (#KEDEC) და საქართველოს არბაითერ სამარიტერ ბუნდის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" პარტნიორობით”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში