თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს კვლევას, რომელშიც საქართველოში თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის პროცედურებია განხილული.
IDFI აღნიშნავს, რომ: „ვინაიდან თავშესაფრის მაძიებლებს და არც მათი დაცვის განმახორციელებელ პირებს არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაოტმ ეთქვათ უარი თავშესაფრის მინიჭებაზე, ისინი ვერ სარგებლობენ დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან; იმის გამო, რომ დასახელებული ინფორმაცია მოცემული არ არის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განჩინებებში, სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები, როგორც საჯარო ინფორმაცია, საზოგადოებისათვის ფაქტობრივად მიუწვდომელია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ ინფორმაციის საჯაროობის პრინციპს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი